”ტრანსპორტის მომსახურების გაძვირება გამორიცხული არ არის”

ჩემი კოლეგების რიტორიკიდან გამომდინარე, ტრანსპორტის მომსახურების გაძვირება გამორიცხული არ არის, - ამის შესახებ საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.”თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მერაბ მამულაშვილმა ნაწილობრივ დაადასტურა, რომ კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი თბილისის მერიაში და დღესდღეობით თბილისის მერიასა და კომპანიას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩემი კოლეგების რიტორიკიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ტრანსპორტის მომსახურების გაძვირება. ლარის გაუფასურების ფონზე, ნარმანიას უუნარობის, ქვეყანაში შექმნილი დუხჭირი მდგომარეობის ფონზე და ჩვენი მოთხოვნების ფონზე, როდესაც მერს წარვუდგინეთ მოთხოვნა, რომ სოციალურად დაუცველთათვის მომსახურება უფასო გამხდარიყო, დღეს მერიას ჰყოფნის თავხედობა და კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.