8 აქსესუარი, რომელიც ყველა საქმიანი ქალის გარდერობში უნდა იყოს

სამსახურში წასვლამდე დილით ადრე ვიღვიძებთ და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გვსურს, რომ ელეგანტურად, მომხიბვლელად და ბრწყინვალედ გამოვიყურებოდეთ, რაც დროს, ენერგიასა და ხალისს მოითხოვს. მოდის გამოცემა, Elle გვთავაზობს იმ 8 აქსესუარის ჩამონათვალს, რომლიც გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ და თანაც, საქმიან იმიჯს შეგიქმნით:

1. ტანზე გამოყვანილი ქვედატანი

ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი ქვედატანები სხეულს უკეთ გამოკვეთს, ამაღლებს და ფეხებსაც უფრო ლამაზს აჩენს.

სასურველია, ის შავი ფერის იყოს, რათა აღნიშნულ შედეგებს მივაღწიოთ. გარდა ამისა, ასეთ სამოსს ფეხსაცმლის განსაკუთრებული შერჩევა არ ესაჭიროება.

2. წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი

თუ მაღალ ქუსლზე სიარული ყოველდღიურად გიჭირთ, ასეთი ტიპის ფეხსაცმელი საშუალო ქუსლზეც ძალიან ლამაზია. გარდა ამისა, ძალიან ტრენდული და ელეგანტური ფეხსაცმელი ძვირი ნამდვილად არ ღირს.

განსაკუთრებით ლამაზი "პრადას" და "ვალენტინოს" მოდელებია. რაც შეეხება ფაქტურას, როგორც პრიალა, ისე გლუვი, ორივე მოდური და ლამაზია.

3. "მაღალი" ხელჩანთა

შესაძლოა, ჩანთის ფაქტურა ძალიან მოგვწონს, მაგრად ხშირად გვითქვამს, "ვერ შევიძენ, იმიტომ რომ ძალიან განიერია." დიახ, განიერი ჩანთა ნამდვილად მოუხერხებელია, რადგან მისთვის ადგილის მიჩენა გვიჭირს, თუმცა თუ იმავე ტევადობის შედარებით გრძელ ჩანთას შევიძენთ, თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ მისი ელეგანტურობა სისადავეშია.

4. ბამბის ან აბრეშუმნარევი ატლასის თეთრი პერანგი

ასეთი პერაგი შეგიძლიათ რამდენიმე სტილის შეიძინოთ, ბევრი ან ცოტა ღილით, ყელამდე შესაკრავით ან გულზე ოდნავ ამოღებული. ის თითქმის ყველაფერს უხდება და დილითაც ბევრი ფიქრი არ მოგიწევთ, თქვენს წითელ, ნაცრისფერ, ლურჯ ან ნებისმიერი სხვა ფერის ფეხსაცმელს რა ტიპის ზედატანი შეუსაბამოთ.

5. კოჭამდე სიგრძის თეთრი შარვალი

სასურველია, კოჭთან შარვლის ტოტები ოდნავ შეხსნილი იყოს. ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი შარვალი მხოლოდ ძალიან გამხდარ ქალბატონებს უხდებათ, რადგან ქუსლიან ფეხსაცმელზე ის საშუალო წონის მქონეებსაც არაჩვეულებრივად აქვთ.

6. სპორტულ-კლასიკური პიჯაკი

ასეთი პიჯაკი თითქმის ყველა ტიპის ქვედატანსა და ფეხსაცმელს უხდება.

7. დღისა და საღამოს კაბა

იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ძალიან დატვირთული ხართ, თუმცა საღამოს მნიშვნელოვან წვეულებაზე გიწევთ წასვლა, ალბათ, საკუთარ თავს არასოდეს აპატიებთ, რომ ასეთ შეკრებაზე კარგად არ გამოიყურებოდეთ. სწორედ ამიტომ, ოფისში, სამუშაო გარემოს შესაბამისად რომ გეცვათ და თანაც წვეულებაზე კარგად გამოიყურებოდეთ, თქვენი გარდერობი რამდენიმე ერთდროულად დღისა და საღამოს კაბით უნდა გაამდიდროთ.

8. ყოველდღიური, ბამბის ქსოვილის შარვალი

პარასკევს, როდესაც გადაღლილი ხართ და მნიშვნელოვანი შეხვედრებიც აღარ გაქვთ, ასეთი შარვალი თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ. თანაც, ქსოვილი საშუალებას მოგცემთ, ელეგანტურიც იყოთ.

წყარო ALLNEWS