ლიდერები, რომელთაც თანამდებობის პირებზე საკუთარი ოჯახის წევრები დანიშნეს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ ადმინისტრაციის მომამზადებელი კომიტეტის აღმასრულებლად საკუთარი ვაჟი დანიშნა.

მანამდე რამდენიმე ხნით ადრე კი ამავე პოზიციებზე მან თავისი ქალიშვილი ივანკა და მისი ქმარი ჯარედ კუშნერი წარადგინა.

ყოველივე ამის ფონზე აშშ-ში უკვე შიშობენ, რომ ტრამპი ნეპოტიზმით დანიშნავს თანამდებობის პირებს.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ლიდერებს, ვინც საკუთარი შვილები სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშნეს.

ასადი და მისი ვაჟი (სირია)

ჰაფეზ ალ ასადი სირიის პრეზიდენტი გახლდათ 1971 წლიდან 2000 წლამდე. ქვეყნის შემდგომ პრეზიდენტად მან თავისი შვილი ბაშირ ალ ასადი დანიშნა.

ჰუსეინი და მისი ვაჟები (ერაყი)

სადამ ჰუსეინმა თავის უფროს ვაჟ უდაის, შემდეგ კი მის ძმა ქუსაის ერაყის იერარქიაში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის პოსტები.

მუბარაკი და მისი ვაჟები (ეგვიპტე)

გამალ მუბარაკს, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის შვილს, მამამ პრეზიდენტის პოსტი ჩააბარა და ნაციონალური დემოკრატიული პარტიის ლიდერად დანიშნა.

ერდოღანი და მისი სიძეები (თურქეთი)

2015 წელს თურქეთის პრეზიენტმა ერდოღანმა პრემიერ მინისტრი აიძულა მისი სიძე ბერატ ალბაიაკი დაენიშნა ენერგეტიკის მინისტრად.