"გახსოვდეთ! როდესაც სესხის ამომღები გემუქრებათ, რომ გაგიყიდით სახლს, ვერაფერსაც ვერ გაგიყიდით!"

"კანონმდებლობით არ რეგულირდება, ვინ და რა ფორმით უნდა დაუკავშირდეს ვადის გადამცილ­ებელს, მაგრამ არსებობენ ე.წ. ჯანიანი ბიჭები..."

"ჩემმა შვილმა ონლაინსესხის გადაუხდელობის გამო თავის მოკვლა სცადა. 19 წლის ბიჭს სატელეფონო ზარებით გამუდმებით ატერორებდნენ, თუ ფულს არ გადაიხდი, ოჯახიდან ყველაფერს წავიღებთო. სახლის წართმევითაც ემუქრებოდნენ. გადავარჩინეთ,­ მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. ნუთუ ონლაინსესხების გამცემ კომპანიას უფლება აქვს, ასე დააშანტაჟოს ადამიანები,­ თანაც ისეთები, ვისაც არც სამსახური აქვს, არც შემოსავალი. ნუთუ არავინ უნდა იცავდეს ახალგაზრდებს მსგავს სიტუაციაში ჩავარდნისგან?"- რედაქციაში შემოსულ წერილს ავტორის ნაცვლად ეწერა: "დედა, რომელიც გადარჩა, თვითმკვლელი შვილის დედა ყოფილიყო".

ასეთი შინაარსის წერილებმა იმატა. ინოვაციური კვლევითი ცენტ­რის ექსპერტ-ანალიტიკოს გიორგი პატარიძის აზრით, საქართველოში საკრედიტო-საფინანსო სისტ­ემის განვითარებაში ბევრი ხარვეზია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

- ერთადერთი, გასასესხებელი­ თანხის ლიმიტია შეზღუდული, ისიც იმიტომ, რომ სესხი გირაოთი ვერ იტვირთება, რაც მოკლევადიანი სესხების პოპულარობას ზრდის, რადგან რთულ სიტუაც­იაში ჩავარდნილ მომხმარებელს ასეთი მომსახურება გამოსავლად ეჩვენება, რეალურად კი ვერ განსაზღვრავს, რა ტვირთს იკიდებს.

ბიუჯეტის ძირითადი შემავსე­ბე­ლი სწორედ ეს სექტორია, რომ­ელსაც გავლენიანი ლობიც ჰყავს.­ მსხვერპლი კი, ძირითადად, ახალგაზრდობაა... კანონმდებლობით არ რეგულ­ირდება, ვინ და რა ფორმით უნდა დაუკავშირდეს ვადის გადამცილ­ებელს, მაგრამ არსებობს ე.წ. ამო­მღები კომპანიები, ანუ \ჯანიანი ბიჭები. ისინი ჯერ ბანკების "პრობლემურ" განყოფილ­ებებში იყვნენ, საიდანაც "სწრაფი სესხების"ა და მიკროსაფინანსოების პრობლემური სესხების ამომღებ ორგანიზაციებში გადაბარგდნენ.

ხშირად დაშინებული მოქალაქეები არ ჩივიან და სახელმწიფოც არ ცდილობს, დროულად მოახდინოს რეგულაციების იმპლემენტაცია. ამასობაში კი ბოლო 2 წელიწადში ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.

უცხოეთშიც არის ონლაინსეს­ხების ანალოგი, მაგრამ მეტწილად­ ყველგან მოქმედებს: ა) კანონი, რომელიც იცავს მსესხებელს, ანუ არაკაბალურად განსაზღვრავს პირობებს; ბ) მსესხებელი უფრო გამ­ოცდილია და თუ მსგავსი გამოცდილება არა აქვს, შეუძლია ფინან­სური ან იურიდიული დახმარებისთვის (უფასოდ) მიმართოს ამა თუ იმ ორგანიზაციას; გ) სოციალური ფონი არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ჩვენთან და მსგავსი სესხებით სარგებლობა იშვიათია...

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბი­ზნესმენთა ასოციაციის ანა­ლი­­ტი­კოს ზურაბ კუკულაძის თქმ­ი­თ, დაუშვებელია სესხის ამოღე­ბის მიზნით მოქალაქის შევიწროება: - ამ ქმედებას მორალური ტე­რ­­მინით შეიძლება ფსიქოლოგი­უ­რი ტერორი ვუწოდოთ, მაგრამ იური­დიულად ეს მუქარა და შანტაჟია. ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია ითხოვს,­ მკაცრად გაიწეროს, რისი უფლება აქვთ ამ კომპანიებს. პრობლემური სესხების მართვის ბიუროები მსესხებლებს უგზავნიან წერილებს მუქარით, ბინას დაგიცლით და ა.შ. არადა, ამის უფლება მხოლოდ აღსრულე­ბის­ ეროვნულ ბიუროს­ აქვს, ისიც სასა­მართლოს გადაწყვეტილებით. მას, ვინც სახლის წართმევით გემ­უქრებათ, ამის უფლება არა აქვს. მას შეუძლია, გიჩივლოთ. დანარჩენს მოსამართლე გადაწყვეტს. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 28 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად