Samsung A და J სერიის სმარტფონები

2016 წელს Samsung Electronics-მა მომხმარებელს შესთავაზა გალაქსი A ( A5 და A7) და J (J5, , J5 Prime, J1, J2 Prime და J1 მინი) სერიის სმარტფონები. მომხმარებელი აუცილებლად შეძლებს აღნიშნული სმარტფონებიდან ოპტიმალური ვარიანტის შერჩევას. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი მისაღებ ფასად, 2016 წლის Galaxy A სერია საუკეთესო ვარიანტი იქნება, რადგან თქვენ მიიღებთ მეტალისა და მინის იდეალურ შერწყმას. ხოლო 2016 წლის Galaxy J სერია შექმნილია მათთვის, ვინც უპირატესობას პრაგმატულ არჩევანს ანიჭებს. აღნიშნულ სერიაში თქვენ იღებთ მაქსიმალურად ძლიერ მონაცემებს მინიმალურ ფასად. დავახასიათოთ რამდენიმე მოდელი:

Galaxy A5 - დიდი ზომის ეკრანი და მეტალისა და მინის შერწყმით შექმნილი შთამბეჭდავი დიზაინი. სმარტფონი გამოირჩევა ისეთი ფუნქციებითა და მონაცემებით, როგორებიცაა: თითის ანაბეჭდის სკანერი, კამერის ოპტიკური სტაბილიზატორი, სამსუნგის წარმოების რვა ბირთვიანი თანამედროვე პროცესორი, უაღრესად მკვეთრი და კონტრასტული სუპერ AMOLED ეკრანი და სხვა.

Galaxy J1-ის შემთხვევაში მომხმარებელი ფასთან მიმართებაში იღებს მაქსიმუმს. სმარტფონს აქვს მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტი, მკვეთრი ეკრანი და საოცრად ეფექტური ენერგო-დაზოგვის რეჟიმი, რომლის საშუალებითაც ერთი დამუხვტვით შესაძლებელია სმარტფონის მუშაობა 5-6 დღის განმავლობაში.

bpnGalaxy J2 Prime სამსუნგის 2016 წლის მეორე ნახევრის სმარტფონია. იგი თავისი კლასის სმარტფონებთან შედარებით ფუნქციათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოვყოთ რამდენიმე მათგანი: სმარტფონი აღჭურვილია უახლესი ოპერაციული სისტემით Android 6.0.1 Marshmallow და ასევე აქვს 4G ინტერნეტის მხარდაჭერა; აქვს დაცული საქაღალდე - ეს არის ფაქტობრივად მეორე სმარტფონი თქვენს სმარტფონში. თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ მეორე Viber, Skype, Facebook, Messenger და ნებისმიერი სხვა აპლიკაცია. დაცული საქაღალდის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშის მეორე ანგარიშით თამაში, ასევე საიდუმლო კონტაქტებისა და ალბომის ქონა; სმარტფონის ფრონტალურ კამერას აქვს ფლეშ განათება, რომელიც დაგეხმარებათ არასაკმარისი განათების პირობებში ნათელი სელფები გადაიღოთ. Galaxy J2 Prime თავის კლასში სამსუნგის პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს USB Host მხარდაჭერა, ანუ შესაძლებელია დავაკავშიროთ ფლეშ მეხსიერებ, გარე მყარი დისკი, მაუსი, კლავიატურა, მეორე სმარტფონი და სხვა USB მოწყობილობები. ტექნიკურ მაჩვენებლებთან ერთად უკმაყოფილო არც სმარტფონის ვიზუალური მხარით დარჩებით, მითუმეტეს, რომ მისი უკანა ხუფი ტყავის ფაქტურითაა დამზადებული, შედეგად სმარტფონი ნაკლებად ცურავს ხელში, ძნელად ჭუჭყიანდება და იკაწრება.

Galaxy J5 Prime-ს საოცრად ერგონომიული და დახვეწილი დიზაინი აქვს. მისი კორპუსი მეტალისაა. საკმაოდ თხელი დიზაინის მიუხედავად (8.1მმ) მისი კამერის მოდული 1 მილიმეტრითაც კი არ არის გამოწეული მთლიანი კორპუსიდან. J5 Prime პირველი სმარტფონია თავის სეგმენტში, რომელსაც აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი. მისი საშუალებით სმარტფონის გამოყენება კიდევ უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელია. Samsung Note აპლიკაციით შესაძლებელია ხატვა და რამდენიმე ფერის კომბინირება ზუსტად ისე, როგორც ამას მხატვარი აკეთებს ნამდვილ პალიტრაზე. მსგავსი შესაძლებლობა სხვა არცერთი ბრენდის სმარტფონში არ გვხვდება. უახლესი ოპერაციული სისტემის - Android 6.0.1 Marshmallow, 2 GB ოპერატიული მეხსიერების და 4 ბირთვიანი ახალი ტიპის პროცესორის წყალობით Galaxy J5 Prime-ის მუშაობის სიჩქარე ძალიან მაღალია. მისი საშუალებით ნებისმიერი სირთულის აპლიკაციის გაშვება შეგიძლიათ. მობრძანდით სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში და შეარჩიეთ შენთვის სასურველი დიზაინის, ზომისა და მონაცემის 2016 წლის სამსუნგის სმარტფონი და მიიღეთ საჩუქრად აქსესუარი. არ დაკარგო შანსი, დარჩე მოგებული. (R)