ლარი რეკორდს ”აუმჯობესებს"

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5078 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5078 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5026 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6670 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6505 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0165 ლარი შეადგინა.