”იბერ მით ჰოლდინგის” ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონზე ყიდის

მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში მდებარე კომპანია ”იბერ მით ჰოლდინგის” მიწის ნაკვეთი საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობებით და საქონლის სასაკლაო ხაზით აღსრულების ბიურომ იძულებით აუქციონზე გამოიტანა. აუქციონზე ქონების გასხვისების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს აუქციონის ვებგვერდზეა მითითებული, ”იბერ მით ჰოლდინგის” ქონების საწყისი ფასი 5 111 250 ლარია, ვაჭრობის „ბიჯი“ 68 150 ლარს შეადგენს.

თავად კომპანიის წარმომადგენლები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.