კომპანია SOCAR მზად არის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების შეძენის საკითხი განიხილოს

აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR მზად არის განიხილოს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების შეძენის საკითხი, თუ გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება , - ამის შესახებ გამოცემა Trend-ს განუცხადა წყარომ SOCAR Georgia-ში.

„ჯერ რამე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია. თუ აქციების გაყიდვა ოფიციალურად გამოცხადდება, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა წყარომ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გასხვისებას გეგმავს.

„ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას. რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კოორპორაციის 25%-ის ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ. შარშან ნამდვილად არ იყო ამ კუთხით საუკეთესო დრო. ეს არის ძალიან საფრთხილო და სწორად გასაკეთებელი საკითხი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.