ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოპეკ-ის წევრი ქვეყნების ხვალინდელი შეხვედრაა. ვენაში გასამართი შეხვედრის მთავარი თემა ჭარბი გლობალური მიწოდების შემცირების მიზნით ნავთობის მოპოვების გაყინვა იქნება.

55 ცენტით, ბარელზე 47,69 დოლარამდე შემცირდა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა კი 46,53 დოლარი შეადგინა.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსთა განცხადებით, თუ ხვალინდელ შეხვედრაზე ოპეკ-ის წევრები შეთანხმდებიან ნავთობის მოპოვების შემცირებაზე დღე-ღამეში 32.50 მილიონ ბარელამდე, ნავთობის ფასი შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს სულ მცირე 50 დოლარამდე.