პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლარის გამყარებასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას ელოდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლარის გამყარებასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას "დიდი ინტერესით" ელოდება. მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის პრესსპიკერს ეკა მიშველაძეს ლარის კურსთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმისა და ამავე თემაზე, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის და ზოგიერთი დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რაზეც ეკა მიშველაძემ უპასუხა, რომ ცალკეული დეპუტატის განცხადების კომენტირებას პრეზიდენტი არ გეგმავს.

"რაც შეეხება ლარის გამყარებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას, ასეთ გეგმას ჩვენ ველოდებით. როგორც კი ხელისუფლებას და მმართველ გუნდს მსგავსი გეგმა ექნება, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გავაკეთოთ კომენტარი. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით გეგმას", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.