ეკონომიკური საბჭოს აპარატი უქმდება, საინვესტიციო სააგენტო კი მეწარმეობის სააგენტოს შეუერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.

„უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; საინვესტიციო სააგენტო უერთდება მეწარმეობის სააგენტოს; დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო აღარ დაფინანსდება ბიუჯეტიდან”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.