გიორგი კვირიკაშვილი - ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ავტობუსების ფასზე არ აისახება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე აქციზის ზრდა მუნიციპალურ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსების ფასზე არ აისახება. მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის - ავტობუსების საფასურის სუბსიდირება, იქ, სადაც მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიები ფუნქციონირებს, ისე, რომ აქციზის ზრდამ ავტობუსების საფასურის ზრდა არ გამოიწვიოს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება.