გარდაბანში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „გარდაბანი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად,ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „Пенталгин ICN “ (252 აბი) აღმოაჩინეს.

როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.