"მთავრობამ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო"

არავინ აპირებს აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში , - ამის შეახებ ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ონლაინ სესხების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მთავრობამ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

”განვმარტავ, რომ არავინ აპირებს აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში. ჩვენ ონლაინ სესხები დავარქვით ისეთ ბიზნესმოდელს, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 200-დან 1000%-მდე. საბოლოო ჯამში გუნდში ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ბიზნესმოდელი ქვეყანაში არ ქმნის იმდენ დამატებით ღირებულებას, რამდენიც მოაქვს უარყოფითი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელთა უფლებების დაცვაც არის სახელმწიფოს ვალდებულება. სწორედაც რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ვიხელმძღვანელებთ და დიდი ალბათობით მოხდება ამ მიმართულებით პაკეტის შეთავაზება. ანუ საუბარია, რომ ბიზნესმოდელში უნდა არსებობდეს გონივრული ზღვარი, რომელიც უნდა იყოს დადგენილი”, - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.