იანოშ ჰერმანი - უკვე აღიარებულია, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციის პროცესის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა

უკვე აღიარებულია, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციის პროცესის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება ამისთვის, თუმცა, ახლა უკვე საქართველო ეჯახება ევროკავშირში მიმდინარე პროცესს და იანოშ ჰერმანმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი მალე დასრულდება.

”ჯამში ეს არის პროცესი იმისთვის, რომ წარვადგინოთ მოდიფიკაცია ჩვენს ძირითად კანონმდებლობაში. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ მიდის პროგრესი, ჩვენ ჯერ კიდევ წინ მივდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივაღწიოთ პროგრესს. აღარ არის საუბარი იმაზე, მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას.

რაც შეეხება თარიღებს, კონკრეტული თარიღის შესახებ, თუ როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას, წარმოდგენა არ მაქვს. ამ თარიღის დასახელება არ მთხოვოთ, ვინაიდან არ ვიცი ეს როდის მოხდება. ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაზეც შეიძლება იმკითხაოთ, მაგრამ ამას თარიღზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. მე პირადად მივდევ ამ პროცესს უკვე დიდი ხანია და ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ელოდება ამას”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.