"მანქანებზე აქციზის აწევა ამ ბიზნესს მოკლავს"

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, მანქანების აქციზის აწევასთან დაკავშირებით "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"მანქანებზე აქციზის აწევა ამ ბიზნესს მოკლავს. ასე აწია 2000 წელს ნოღაიდელმა - გვიმტკიცებდა შემოსავლები გაიზრდებაო და მაშინ  80 პროცეტით შემცირდა გაყიდვები და ასევე ბიუჯეტში შენატანები. იგივე მოხდება ეხლაც, ვიღაცის ტვინში შეცდომით მოდუღდა! სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვიზამთ!ისევ მყიდველი იწეწება და ბიზნესი იბრიდება.ისე თავის დროზე ნაცებმა გააცოცხლეს ეს ბიზნესი,ნოღაიდელი თავისი კანონებით რომ დააცურეს!წავედით მეორე კრუგზე.ფოცხზე მეორეჯერ ვხტებით" - წერს გურჩიანი