ოთარ კახიძე - საწვავზე ფასების ზრდა ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განმარტებით, ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდა ყველა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საწვავზე ფასების ზრდა მთავრობის მავნებლური ნაბიჯი იქნება.

"მთავრობა თავისი ინიციატივით უმატებს საწვავზე ფასს, რომელიც მინიმუმ 20 თეთრით გაიზრდება და საწვავზე ფასის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ყველა იმ პროდუქტზე ფასის ზრდას, რომელიც ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული. ეს არის მთავრობის მავნებლური ნაბიჯები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუძვირებს.

უმცირესობის წევრი ასევე ,,რუსთავი 2”-თან დაკავშრებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნულ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით მავნებლური ნაბიჯები უნდა შეწყვიტოს.

,,მთავრობის მავნებლური ნაბიჯები კვალიფიციურად რომ არ გაშუქდეს, არ იყოს ოპონირება და განსხვავებული აზრი, ამის ნაწილია ”რუსთავი 2“-ზე შეტევა, რასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა დღეს და ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ მედია საფრთხის ქვეშაა საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ამ მავნებლური ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ.