ირაკლი კოვზანაძე - დედოლარიზაციის შემცირებას მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე პოზიტიური გავლენა ექნება

მნიშვნელოვანია, დედოლარიზაციის თაობაზე მთავრობის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა.

კოვზანაძის განმარტებით, ე.წ. ლარიზაციის გეგმა არ არის არაორდინალური და მსოფლიოში ამის მაგალითები არსებობს.

”ეს პრაქტიკულად სოციალური აქტია, რომელიც უმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს 33 ათას მოქალაქეს. ეს არის 900-მილიონიანი პორტფელი, ჩვენი საბანკო აქტივობიდან. დაახლოებით იმ აქტივებს ეხება, რომელიც ყველაზე პრობლემატური იყო და 2015 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არის დაფიქსირებული. პრაქტიკულად პირველი პრეცედენტია არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად თანამშრომლობს ბოლო პერიოდში. ეს არის სიტუაცია, როცა ყოველ დოლარზე 20 თეთრით ხდება დაფინანსება და ამავე დროს, პრაქტიკულად 8%-ით არის რეფინანსირება”, - განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე თქმით, იმის მიუხედევად, რომ ბიუჯეტიდან 65-მილიონი დაიხარჯება, დედოლარიზაციის შემცირებას მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე პოზიტიური გავლენა ექნება.