დენისა და გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

თუ ლარი დოლართან მიმართებაში 2.55 გახდა, მაშინ ენერგოკომპანიებს უფლება აქვთ ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთონ - ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” ენერგეტიკოსმა გია არაბულმა განუცხადა.”წინა ტარიფის რეგულაცია როცა მოხდა, მაშინ ლარი დოლართან მიმართებაში 2.3 იყო. აღსანიშნავია, რომ 10-11%-ის მატების შემთხვევაში, ტარიფის გადახედვა უნდა მოხდეს. ენერგოკომპანიებს სრული უფლება ექნებათ, რომ მომატება მოითხოვონ. სიტუაციას ობიექტურად რომ შევხედოთ, დენსა და გაზს დოლარში ვყიდულბთ და თუ კურსი 2.55-ზე დარჩა, ალბათ სემეკ-ს რაღაც კორექტივების გაკეთება მოუწევს. რამდენით მოიმატებს ტარიფი ამის პროგნოზირება რთულია, რადგან კომპანია თავად წერს, რა ხარჯები ემატება ლარისა და დოლარის დღევანდელი კურსიდან გამომდინარე“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბულმა.