iTechnic-მა ერთგულ მომხმარებელს ტექნოპარკში გამართულ საღამოზე უმასპინძლა

კომპანია 6 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული. მეგობრული, ერთგული, ლოიალური, კრეატიული, ასე ახასიათებენ აიტექნიკს მომხმარებლები. ორმხრივი დადებითი დამოკიდებულება და მუხტი კი ნამდვილად შესამჩნევი იყო გამართულ ღონისძიებაზე.

როგორც ჩვენთან საუბარში აიტექნიკის აღმასრულებელმა მენეჯერმა სალომე გუგეშაშვილმა აღნიშნა, მათ ბევრი შიდა თუ გარე წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში. -„უამრავი არასამართლიანი ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, აიტექნიკმა შეძლო შეენარჩუნებინა ღირსეული სახელი“.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია თუ ფირმაა, რომელსაც აიფონი შემოაქვს, მე მაინც მხოლოდ აიტექნიკში დავდივარ პროდუქციის შესაძენად, ეჭვი არ მეპარება ხარისხში და ვენდობი მათ, ყოველთვის ისეთი ივენთები აქვთ, რომ კიდევ უფრო მეტ სიყვარულს და მოტივაციას გვიჩენენ მათ მიმართ“, - ეკო ფანგანი.

საღამოზე მიწვეულ სტუმრებს, გარდა პრეზენტაციისა, გემრიელი ღვინისა და ფურშეტისა, უამრავი სიურპრიზი ელოდათ, გამარჯვებულის ვინაობას კი დოლურაში ჩაყრილი ნომრები გამოავლენდა. გათამაშდა ყველასათვის სასურველი პრიზიც, Iphone 7, ფერი კი თავად გამარჯვებულმა აირჩია.

„აიტექნიკი ჩემთვის ყველაფერია, არცთუ ბევრი წლის განმავლობაში ის უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა და ქართულ ბაზარზე ღირსეული ნიშა დაიკავა, მინდა წარმატებები ვუსურვო მას“, - ბექა მიქუჭაძე, აიტექნიკის დამფუძნებელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო