არჩილ მესტვირიშვილი - ონლაინ სესხებთან დაკავშირებით ყველა შეთანხმებულია, რომ ის იმ ფორმით, როგორითაც დღეს არის, არ უნდა არსებობდეს

ონლაინ სესხებთან დაკავშირებით ყველა შეთანხმებულია, რომ ის იმ ფორმით, როგორითაც დღეს არის, არ უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა არჩილ მესტვირიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება. „ონლაინ სესხებთან დაკავშირებით ყველა შეთანხმებულია, რომ იმ ფორმით, როგორითაც ახლაა, არ უნდა იყოს. ამას ეთანხმებიან ასევე ამ სესხების გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიმდინარეობდა მათთან მუშაობა. მე პირადად არ ვიყავი ჩართული ამ პროცესში, მაგრამ ვიცი, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მიდიოდა ამაზე მუშაობა. ასევე, მთავრობასთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, საფინანსო სექტორში მუშავდება პაკეტი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი იქნება ონლაინ სესხების დარეგულირება. რა ტიპის რეგულაცია იქნება, ამას მომავალში გეტყვით, თუმცა, იმ ტიპით, როგორიც დღესაა წარმოდგენილი, ასე ვერ იქნება და ამაზე ყველა თანხმდება. სხვადახვა მეთოდი განიხილება და ამაზე დეტალურად გაკეთდება განცხადებები“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.