დავით ჭიჭინაძე - ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია.პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს, ჭიჭინაძემ ბანკების არაპროფილურ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

”2008 წლიდან აქტიურად ხდება ბანკების არაპროფილური საქმიანობა. თითქოს წელს მიიღეს ნორმატიული აქტი, რომ მათ ეს აეკრძალათ, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხდა გადაწყობა, გავიდნენ გარეთ. საქართველოა და ყველამ კარგად იცის, ვინ ვისთან არის ასოცირებული - მშენებლობა, სადაზღვევო კომპანიები, სამედიცინო სექტორი, მეღვინეობა, მეკასრეობა, კალმახებიც კი... არ რჩება ბიზნებისთვის ადგილი, სადაც მათ შეიძლება თავისუფლად იმოძრაონ. ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატის აზრით, უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯები იმისკენ, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა რეალურად აეკრძალოს.