სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება უკვე 2,58-2,59 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება კი 2.5352 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გუშინდელი ვაჭრობის შედეგადაც გაუფასურდა 2.5311-დან 2.5352 ლარამდე. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეს ოფიციალური კურსის თანახმად ერთი ევროს შეძენა 2.6980 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.6825 ლარს შეადგენდა. სავალუტო ჯიხურებში კი 1 ევროს ფასი 2.72-2.73 ლარის ფარგლებში მერყეობს.