“ახლა რაც ხდება ბაზარზე, სუფთა პანიკა და სპეკულაციაა"

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურებას ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ."ახლა რაც ხდება ბაზარზე სუფთა პანიკაა და სპეკულაცია. ეს გამოიწვია იმან, რომ ხალხი ვერ გაერკვა ცვლილებების ავკარგიანობაში. ამიტომ სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი და აღუდგინოს ლარს წონა. მთავრობამ დადოს წერილობით ცვლილებების. სრული პროექტი და მოხსნას გაურკვევლობით გამოწვეული პანიკა," - წერს ჯგერენაია.