მე-9 მოწვევის პარლამენტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს. კანონპროექტი გულისხმობს უკონტაქტო პატრულირებას, მართვის მოწმობისთვის 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის დაწესებასა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაბამის კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამაც დაადასტურა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონში ცვლილებების დიდი პაკეტია, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება. ცვლილება შეეხება რამდენიმე კანონს, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი და ასევე, გულისხმობს ცვლილებას, შსს-ის მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში.
როდის დაასრულებს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტზე მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო ALLNEWS