”ლარი უფასურდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განმარტებით, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი გეგმა არა აქვს.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანში ეკონომიკა და ექსპორტი მცირდება, შესაბამისად, ლარიც უფასურდება.

,,საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკს 18 მილიონი დოლარი საარჩევნო მიზნებისთვის ჩვენი რეზერვიდან დაახარჯვინა. ეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ არ გაუფასურებულიყო ლარი. იმის გამო, რომ მათი პოლიტიკა არის უუნარო და ეკონომიკა და ექსპორტი მცირდება, ასევე ქვეყანაში არ შემოდის ფულადი შემონატანები, მთავრობა არაფერს არ აკეთებს ამის მოსაგვარებლად. ლარი უფასურდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან მთავრობას არა აქვს არანაირი გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ისინი არც კი აღიარებენ, რომ პრობლემა არის მათ პოლიტიკაში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.