"სავალუტო ბაზარზე პანიკაა"

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურებას გამოეხმაურა.

"ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"სავალუტო ბაზარზე აშკარად არის პანიკის და აჟიოტაჟური ქცევის ნიშნები. აშკარა დაბნეულობა და გაურკვევლობაა. და ანალოგიური ტრენდი ფიქსირდება ბლუმბერგზეც...

საჭიროა ეროვნული ბანკი სასწრაფო წესით ჩაერიოს და განტვირთოს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ სერიოზულ სპეკულაციურ ტრენდს.." - წერს კალანდაძე.