ირმა ნადირაშვილი - ემოცია და სპონტანური რეაქცია მე გამიგია ერთი-ორი დღე და არა 4 წელი

ემოცია და სპონტანური რეაქცია მე გამიგია ერთი დღე, ორი დღე და არა 4 წელი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ლარის გაუფასურების მიზეზებზე. „3-საათიან შუალედში, იმ პერიოდში სანამ ჩვენ აქ ვსუბრობთ, სენაკში ადამიანი მოკლეს იმის გამო, რომ მას ჰქონდა ვალი. ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დღეს ჩვენ ყველანი მიჩერებული ვართ ფირნიშებს, როგორ შეიცვლება იქ ციფრები, ვნახულობთ კურსს და ვითარება ყოველ წუთში ხდება უფრო და უფრო მძიმე, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ ხვალინდელი დღის იმედი, მათ აქვთ შიში და არ იციან, როგორ გამოკვებონ საკუთარი შვილები. თქვენ სანამ აქ ეძებთ დამნაშავეებს და საბანკო სისტემას ესხმით თავს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ვითარებას, სჯობს საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები - თქვენ აღტკინებით დაამტკიცეთ მთავრობა ისე, რომ ერთი სიტყვაც კი არ მოისმინეთ, როგორ აპირებენ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლას მთავრობის წევრები. მოვისმინე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლა იმის შესახებ, რომ თურმე ეს არის ემოცია და სპონტანური რეაქცია. ემოცია და სპონტანური რეაქცია მე გამიგია ერთი დღე, ორი დღე და არ გამიგია 4 წელი. მაშინ გამოდის, რომ თქვენ არ ახორციელებთ სწორად არც ეკონომიკურ პოლიტიკას, არც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და მთლიანად ემოციაზე და სპოტანურ რეაქციებზე ხართ მინდობილი“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემაა ასევე ის, რომ მთავრობამ არ ისურვა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება.