ადა მარშანია - მთელი საქართველო ბანკებს მძევლად ჰყავს აყვანილი

ბანკების სახით სახელმწიფო სახელმწიფოში მივიღეთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, ბანკების საქმიანობა სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს.

„ბანკებს თავს ესხმითო, ქალბატონმა ნადირაშვილმა ბრძანა... თუ ბანკები გვესხმიან ჩვენ თავს და მონობაში აიყვანეს სრულიად საქართველო? რა ჰქვია იმ საპროცენტო განაკვეთს, თუ არა ყაჩაღობა და ბანდიტიზმი? როდესაც პენსიონერს რამდენიმე თვის პენსიის წინმსწრებად აღება რომ უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რა საპროცენტო განაკვეთია. ეს არის კლასიკური ბანდიტიზმი. ხომ შეიძლება, ჩვენ ბოლოს და ბოლოს აქ ვისაუბროთ ამ თემებზე, სად შეიძლება პარლამენტი ჩაერიოს და სად არა, რა ფარგლებში შეგვიძლია ჩვენ ჩავერიოთ. მთელი საქართველო მძევლებად ჰყავთ აყვანილი დღეს ბანკებს. ეროვნული ბანკი ჰქვია ჩვენ რომ გვყავს, თუ კოლონიის ბანკია? რაღაც კოლონიური ქვეყნის ბანკია, ასე უფრო ჩანს ჩვენი გადასახედიდან“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატი კოლეგებს სთავაზობს, ზემოაღნიშნული საკითხის განსახილველად უახლოეს პერიოდში სპეციალური განხილვა დაგეგმონ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოიწვიონ.