ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა , - შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა. ნოდარ ხადურის დანიშვნამდე კონკურენციის სააგენტოს გიორგი ბარაბაძე ხელმძღვანელობდა.