პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურები დაამტკიცა. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერის კანდიდატურები იყო წარდგენილი.

არჩილ მესტვირიშვილის კანდიდატურას 93-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 -მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. მურთაზ კიკორიას კანდიდატურას 90 ხმით, 6-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, ხოლო რობერტ ჰენდრი სინგლეტერს ასევე - 90 ხმით, 6-ის წინააღმდეგ.

კანდიდატურების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი სამუშაო გამოცდილება დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ გააცნო.