ირაკლი კოვზანაძე - მონეტარული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს

მონეტარული ხელისუფლება დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.მისივე თქმით, ლარის კურსის ცვლილებაზე სხვადსახვა ფაქტორი მოქმედებს. ,,ლარის კურსზე რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. დოლარი 2003 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა გამყარებული. ბოლო 3 კვირაში კიდევ 8 პროცენტითაა გამყარება. ამას დაემატა შიდა ემოციური ფაქტორები, რომელიც ბოლო ორი დღეა მუშაობს.

ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მონეტარული ხელისუფლების, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივმა მუშაობამ გამოიწვია ის, რომ ემოციური ფაქტორი ფატობრივად ჩაცხრა“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.