კახა ოქრიაშვილი - მმართველი გუნდი სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, სწრაფ რეაგირებას მოახდენს

ეკონომიკა არის კომპანიების ჯამი, აქედან გამომდინარე ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპები არასაკმარისია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მმართველი პარტიის წევრის თქმით, მიუხედავად კანონმდებლობით გაწერილი რიგი რეგულაციებისა, ხდება მისი გვერდის ავლა, რაც ბიზნესს გარკვეულ შიშს უჩენს. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, სწრაფ და მყისიერ რეაგირებას მოახდენს.

”ეკონომიკა არის კომპანიების ჯამი, აქედან გამომდინარე ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპები არასაკმარისია. ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, თუმცა არის ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი ეკონომიკური პრობლემის. ჩვენი კანონმდებლობით არსებობს გარკვეული აკრძალვა, მაგალითად, ბანკებს არ აქვთ უფლება დაკავებულნი იყვნენ ბიზნესაქმიანობით, მაგრამ მონახეს სქემები, რომ ამ კანონს მოუარონ გვერდი. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ორ მსხვილ ბანკს გააჩნია სხვადასხვა არაპროფილური ბიზნესი. ამ ყველაფრის გამო ბიზნესს აქვს შიში, რომ ფული ჩადოს საქართველოში. შემიძლია გითხრათ, რომ მმართველი გუნდი ძალიან სწრაფ და მყისიერ რეაგირებას გააკეთებს ასეთ დარღვევებზე”, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე