"2017 წელს მთავრობის შენახვა 1, 144 მლრდ ლარი დაგვიჯდება“

როგორც ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, 2015 წელთან შედარებით მთავრობის შენახვა ბევრად მეტი დაჯდება.

ეკონომისტის პოსტს „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბიუჯეტის პროექტი (მესამე წარდგენა) მთავრობა ფიქრობს რომ, აქციზის გადასახადების ზრდით დამატებით შემოუვათ 542 მილიონი ლარი. გვეუბნებიან რომ სხვა გზა არ აქვთ, მეტად ვერ ამცირებენ სახელმწიფო ხარჯებს....

მოდით, ჩვენ ვაჩვენოთ გზა ხარჯების 542 მილიონი ლარით შემცირების...

1. მთავრობის შენახვა - საქონელი და მომსახურება

2015 წელს ხელისუფლების შენახვა დაგვიჯდა 946 მილიონი ლარი.

2017 წელს კი დაგვიჯდება 1 მილიარდ 144 მილიონი ლარი.

2015 წელთან შედარებით, რატომ უნდა დაგვიჯდეს 2017 წელს მთავრობის შენახვა 198 მილიონი ლარით მეტი!!!

ეს ხარჯიც ხომ თქვენ გაზარდეთ, ამიტომ რაც გააფუჭეთ მხოლოდ ამის გამოსწოებას გთხოვთ.

ამ გზით დამატებით შევძლებთ დავზოგოთ - 198 მილიონი ლარი

2. შრომითი ანაზღაურება

2012 წელს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული იყო - 102976 ადამიანი

2017 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტით დასაქმებულია - 116757 ადამიანი რომელთა საშუალო წლიური ხელფასი ტოლია 11935 ლარის.

რამდენითაც თქვენ გაზარდეთ დასაქმებულთა რაოდენობა სახელმწიფო სტრუტურაში გთხოვთ იმდენით შეამცირეთ. (13781 ადამიანი, ეს ის ხალხია წინა საარჩევნოდ რომ ასაქმებთ სიპ-ებში, სახელმწიფო შპს-ებში, სახელმწიფო საბავშვო ბაღებში მენეჯერების თანამდებობებზე და აშ).

თქვენ რაც გააფუჭეთ მხოლოდ ამის გამოსწორებას გთხოვთ....

დარჩენილებს კი გადაუხადეთ იმდენივე ხელფასი რაც 2017 წლის ბიუჯეტში გაქვთ წარმოდგენილი. ამ გზით დამატებით დავზოგავთ - 164 მილიონ ლარს

3.არც 2017 წელს იგეგმება საყოველთაო ჯანდაცის რეფორმის შეცვლა და ფოკუსირება მიზნობრივ ჯგუფებზე. (უმწეო პენსიონერების დახმარების კომპონენტის დამატება კარგია)

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფზე ფოკუსირებით და უმწეო პენსიონერებისთვის სადაზღვეო პოლისის ზრდის შენარჩუნებით საშუალება გვეძლევა დამატებით დავზოგოთ - 90 მილიონი ლარი.

4. ინფრასტრუტურული პროექტები

კარგია რომ დაფინასება იზრდება 2017 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების.

არსებულ ვითარებაში ვფიქრობ აჯობებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასება გაიზარდოს 218 მილიონი ლარით ნაცვლად 308 მილიონი ლარის.

ეს დამატებით საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ 90 მილიონი ლარი

გჭირდებოდათ დამატებით 542 მილიონი ლარი (რომელსაც აქციზის ზრდით ფიქრობდით რომ მიიღებდით -( ვერ მიიღებდით მაგრამ მაინც....)

თუ შრომით ანაზღაურებაში დაზოგავთ - 164 მილიონ ლარს

თუ მთავრობის შენაახვაში დაზოგავთ - 198 მილიონ ლარს

თუ ჯანდაცვას გახდით მიზნობრივს და დაზოგავთ - 90 მილიონ ლარს

თუ ინფრასტრუქტურის დაფინასებას გაზრდით მხოლოდ 214 მილიონით - დაზოგავთ 90 მილიონ ლარს.

ჯამში დაზოგავთ 542 ლარს

შედეგად

აღარ გაგვიძვირდება საწვავი ....

აღარ გაგვიძვირდება მანქანები .....

აღარ გააკოტრებთ თამბაქოს კომპანიებს .... (ლარის გაუფასურება ისედაც აკოტრებს თქვენ რომ არ დაუმატოთ....)

და კაზინოებში თამაშიც აღარ გახდება იატაკქვეშეთის ბიზნესი.....