"ზუმერის" ახალი ფილიალი "თბილისი ცენტრალში"

კომპანია "ზუმერმა" "თბილისი ცენტრალში" ახალი ფილიალი გახსნა. "ზუმერისთვის" ეს უკვე მეათე ფილიალია. ახალ ობიექტზე წარმოდგენილია სმარტფონების, პლანშეტების, ფოტოაპარატების, სათამაშო კონსოლებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, მომხმარებლებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური კონსულტანტები.

"ზუმერის" ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ისეთი მსოფლიო ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: Apple, Samsung, Huawei, Google, HTC, Sony, Lenovo, LG, Philips, Xiaomi, Meizu და სხვა.

კომპანია "ზუმერი" უკვე შვიდი წელია ოპერირებს ციფრული ტექნიკის ბაზარზე. კომპანია მობილურების, ტელევიზორების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო ქსელია და მომხმარებელს პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს საქართველოში.

ზუმერი - საუკეთესო ადგილი ციფრული ტექნიკის შესაძენად! (R)