50-ლარიანი კუპიურების ოსკარზეა წარდგენილი

ქართული 50-ლარიანი 2016 წლის საუკეთესო კუპიურების კონკურსზეა წარდგენილი.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, კონკურსი ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციამ (IBNS) გამოაცხადა.

"ქართული 50-ლარიანი კუპიურა მოხატულია შუა საუკუნეების ხატწერით. მასზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც „საქართველოს ოქროს ხანა“. კუპიურას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები", - წერს "ბლუმბერგი".

კონკურსში ასევე წარდგენილია შვეიცარიული 50 ფრანკის კუპიურა, ავსტრალიური 5-დოლარიანი, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, მალდივის კუნძულების 1.000 რუპიას კუპიურა.

IBNS დაარსდა 1961 წელს. ასოციაცია წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსს 2005 წლიდან ატარებს.

Oscars of Paper Currency: Georgian 50-GEL bank note among the nominees