კობა გვენეტაძე - კარგია, რომ კომპანიების მიერ ფასები ლარში იქნება მითითებული

ვფიქრობ, კარგია ის, რომ კომპანიების მიერ ფასები ლარში იქნება მითითებული , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შემდეგ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება, უძრავი ქონების ფასი მიუთითოს ლარში.

„ამასთან დაკავშირებით იქნება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი. ვფიქრობ, კარგია ის, რომ ლარში იქნება მითითებული ფასები კომპანიების მიერ. ამავე დროს, მკაფიოდ იქნა აღნიშნული, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ვალუტაში არ უნდა იყოს მითითებული. ანუ აუცილებელია იყოს მითითებული ლარში და სხვა ნებისმიერ ვალუტაში, რომელიც კომპანიას სურს. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა“, - განაცხადა გვენეტაძემ.