კობა გვენეტაძე - „ალფა ბანკს“ ეროვნული ბანკისთვის ლიცენზიის საკითხზე არ მიუმართავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, „ალფა ბანკს“ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ლიცენზიის საკითხზე არ მიუმართავს , - ასე უპასუხა კობა გვენეტაძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შემდეგ კითხვას, რომელის თანახმადაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსული „ალფა ბანკი“ საქართველოში შემოსვლას გეგმავს.

„ალფა ბანკის“ შემოსვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი გამიგია. ჩვენთან ლიცენზიაზე არ მოსულან“, - განაცხადა გვენეტაძემ.