რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის საზღვართან სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვის, ლიპყინულის, შეზღუდული ხილვადობის გამო), საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.