როგორ აფასებენ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს კომპანიები და ექსპერტები

ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გარდაქმნა სურთ. კომპანიები პროცესის დაჩქარების მიზნით მთავრობას ეროვნულ ბანკთან შუამდგომლობას თხოვენ. როგორც ნეტკრედიტის წარმომადგენელი აღნიშნავს, კომპანიებს რეგულაციების დაწესების მოლოდინი აქამდეც ჰქონდათ. ისინი მთავრობასთან კომუნიკაციისთვის მზად არიან.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეგულაციების დაწესებას აპირებს მთავრობა ონალაინ საკრედიტო ორგანიზაციებისთვის. ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადება ექსპერტთა ნაწილისთვის ამ დრომდე ბუნდოვანია. სპეციალისტები სფეროს დარეგულირებას მიესალმებიან, თუმცა აკრძალვებს უარყოფითად აფასებენ. საბანკო სფეროს ექსპერტი ვაჟა კაპანაძე ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის აკრძალვების დაწესებაში კომერციული ბანკების ინტერესებს ხედავს. როგორც კაპანაძე განმარტავს, ხელისუფლება აღნიშნული რეგულაციებით საბანკო სფეროს ლობირებს.

იხილეთ PALITRANEWS-ზე