„ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.5538 ლარად იყიდება

„ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. თბილისის დროით 16:00 საათზე დოლარი 2.5538 ლარად იყიდება.

დღეს „ბლუმბერგზე“ ვაჭრობა 1 დოლარი 2.5825 კურსით დაიწყო და ლარის კურსი 2.5538 -მდე გამყარდა.

გუშინ „ბლუმბერგზე“ ვაჭრობის შედეგები ხშირად იცვლებოდა. 1 აშშ დოლარი დღის განმავლობაში „ბლუმბერგზე“ 2.66 ლარადაც კი იყიდებოდა, რაც მისი ღირებულების მაქსიმუმი იყო. ვაჭრობა კი გუშინ 1 დოლარი 2.5638 კურსით დასრულდა.

ამის ფონზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის შეძენა დღეს 2.588 - 2.62 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.488-2.55 ლარად შეუძლიათ. გუშინ დოლარის ღირებულებამ დღის გარკვეულ ეტაპზე ჯიხურებში 2.73-საც კი მიაღწია.