ნარდევანი-ფარავნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ნარდევანი-ფარავნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-ფარავანი) კმ94-კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.