ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის შესაძლებლობა მიეცათ

ეს არის უპრეცედენტო, პირველი გადაწყვეტილება, როდესაც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი პირველად შევა ევროკავშირის ბაზარზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ვაჭრობის კომიტეტმა საქართველოდან ევროკავშირში თაფლის იმპორტის დაშვების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„გუშინ გაიმართა ვაჭრობის კომიტეტი, სადაც ევროკავშირის მხარემ გვაცნობა თაფლის ექსპორტთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების შესახებ. ეს არის დიდი წარმატება ჩვენთვის, რადგან საქართველოს მთავრობამ შეასრულა ის ღონისძიებები, რაც საჭირო იყო ამ პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე შეტანისთვის ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“ , - განაცხადა გენადი არველაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.