აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი - საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია

საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესების წინ წაწევაში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებაში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში , - ნათქვამია აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში.

პროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 375 ხმით დამტკიცდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „აშშ მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას“.