კრიშტიანუ რონალდუმ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადი დამალა

მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაახლოებთ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდას აარიდა თავი აარიდა.

როგორც გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს, ფეხბურთელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვირჯინიის კუნძულებში რეგისტრირებული ოფშერული კომპანიების მომსახურებით სარგებლობდა. მათი მტკიცებით, პორტუგალიელი თავდამსხმელი სარგებლობდა აგენტ ხორხე მენდეშის მიერ შექმნილი სქემით.

გერმანული გამოცემის ვარაუდით, გადასახადების გადაუხდელობაში შეასაძლოა მონაწილეობა მიეღო ინგლისური საფეხბურთო კლუბის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოსაც, ვინაიდან პორტუგალიელი მწვრთნელიც მენდეშის კლიენტი იყო. მოურინიოს შემთხვევაში საუბარია სავარაუდოდ 12 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადის თავის არიდებაზე.

კოკა კვიკველია