ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების ინიციატივით გამოდის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების ინიციატივით გამოდის.

პრეზენტაცია ხვალ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში (ჭავჭავაძის 82) გაიმართება.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, BTU-ს ინიციატივა მსოფლიოს წამყვანი ფინანსური უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევებისა და ევროკავშირის ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიას ეფუძნება. ციფრული ეკონომიკა მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მომავლის ეკონომიკა.

”ტექნოლოგიების განვითარება, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა - ციფრული ეკონომიკის უპირატესობებია”, - აცხადებენ უნივერსიტეტში.