ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან. ”ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ97 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.