გიორგი სუპატაშვილი - აქციზის გადასახადის მოსალოდნელი ზრდის ფონზე ავტომობილების რეალიზაცია სამჯერ შემცირდა

კავკასიის ავტოიმპორტის ხელმძღვანელის თქმით, აქციზის გადასახადის მოსალოდნელი გაძვირება უკვე ნეგატიურად აისახა ბიზნესზე.

”ყოველდღიურ მონაცემებს თუ შევადარებთ, პარასკევს ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ბიზნესზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. მთავრობის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ ბაზარზე გაურკვევლობა შემოიტანა. ჩვენს შემთხვევაში, ეს ყველაფერი უკვე აისახა პარასკევის გაყიდვებზე და ავტომობილების რეალიზაციის რაოდენობა სამჯერ შემცირდა”, - აღნიშნა კავკასიის ავტოიმპორტის ხელმძღვანელმა გიორგი სუპატაშვილმა.

სუპატაშვილის განცხადებით, ბიზნესს მოსალოდნელი, რთული პერიოდიდან სწრაფად გამოსვლისთვის, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მეტი სიცხადე და გამჭირვალობა სჭირდება.

საერთო ჯამში, კავკასიის ავტოიმპორტის ხელმძღვანელი დაანონსებულ ცვლილებებს მიესალმება. გიორგი სუპატაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყნის ავტოპარკი განახლებას საჭიროებს.

ქრისტინე გამთენაძე