მამუკა მდინარაძე - ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმ ბიუჯეტზე, რომელიც თითოეული მოქალაქის ინტერესებიდან იქნება გამომდინარე

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ძირითად ნაწილში პასუხობს მიმდინარე პრობლემატურ საკითხებს და გამოწვევებს. მდინარაძის თქმით, პარლამენტში მოხდება ბიუჯეტის პროექტის საფუძვლიანი განხილვა და დაისმება არაერთი კითხვა.

”საბოლოოდ ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმ ბიუჯეტზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესებიდან იქნება გამომდინარე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატებში გაგრძელდება. 14 დეკემბერს კი, ბიუჯეტის პროექტის განხილვა პლენარული სესიის ფორმატში მოხდება.