სერგო რატიანი - მომავალი წლის ბიუჯეტი არის გაღატაკებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

"ნაციონალური მოძრაობა" მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს ბიუჯეტი არის გაღარიბებისკენ და გაღატაკებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. არაფრის შეცვლა არ უნდათ ფაქტობრივად ჩვენს ოპონენტებს. "ქართული ოცნება" უკვე მერამდენე წელია არ ცვლის თავის სტრატეგიას",- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ბიუროკრატიული ხარჯები არის შესამცირებელი და ასევე გადასახადები.

"ჩვენ ვამბობდით, რომ შესამცირებელია გადასახადები და ამის მაგივრად მათ უნდათ ქართული ბიზნესის, მათზე ზეწოლის ხარჯზე შეავსონ ბიუჯეტი. ეს კიდევ უფრო მაგრად დაარტყამს ლარს და კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ჩვენს მოსახლეობას",- განაცხადა რატიანმა.